2022-02-17
მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის" პირველი ადგილის მფლობელი, ბათუმის სკოლა პროგრესის X კლასის მოსწავლე დავით რუსია გახდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.
გრანპრის მფლობელები კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები: დემეტრე საზონოვი, სანდრო ლორთქიფანიძე და ლიზა სორდია გახდნენ პროექტით „სმარტ კოსტუმი NBSG – Nitinol Based Smart Gauntlets“. ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.
I ადგილი წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიისა და ქართულ-ამერიკული სკოლა პროგრესის X კლასის მოსწავლეებმა: საბა ხაბურზანიამ, ანი ესართიამ და დავით რუსიამ დაიკავეს პროექტით „თერმული წყლები“.
II ადგილის მფლობელები ქუთაისის N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები ნიკა ყუფარაძე და მარიამ პერანიძე გახდნენ პროექტით: „YourDriveIO“.
III ადგილი კი სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS-ის XI კლასის მოსწავლეებმა გიორგი ფაჯიშვილმა, ბარბარე კობახიძემ და ირაკლი რაზმაძემ მოიპოვეს პროექტით „ინფრაწითელი დიაპაზონის ოვოსკოპი“. პირველ ადგილზე გასული ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდა 5000 ლარის, მეორე ადგილზე გასული – 3000 ლარის, ხოლო მესამე ადგილზე – 2000 ლარის ოდენობით.[:]
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სასწავლო წლის კალენდარი
- პროგრამები
- არაფორმალური განათლება
- მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია
- მოსწავლეთა თვითმმართველობა
-
სამართლებრივი დოკუმენტაცია
- შინაგანაწესი
- ერთწლიანი სამოქმედო გეგმა
- სტრატეგიული განვითარების გეგმა
- სსგ
- მოსწავლეთა თვითმმართველობის დოკუმენტაცია
- მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია
- მოსწავლეთა მხარდაჭერის ჯგუფი
- მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირებისა და მშობელთან კომუნიკავიის შესახებ დებულება
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესი და მონიტორინგის მექანიზმები
- ტექნოლოგიების განვითარების დებულება
- მატერიალური რესურსებით სარგებლობის წესი
- მოსწავლეთა მხარდაჭერა
- სიახლეები
- თანამშრომელთა პროფესიული განვითარება
- ელექტრონული ჟურნალი
- გამოკითხვები
- ბიბლიოთეკა
- სასარგებლო ბმულები
- განცხადებები
- მედია
- ვაკანსია
- პარტნიორები
- კონტაქტი
მისამართი
ქ.თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #39
სამუშაო საათები
ორშ-პარ: 09:00 - 18:00
საკონტაქტო ინფორმაცია
+995 574 107 747 tbilisiinfo@schoolprogress.ge- სიახლეები